გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან მაჭავარიანი: 4 ოქტომბრის საქმეს აქვს მტკიცებულებების ყველაზე მაღალი ხარისხი და სტანდარტი, ვინაიდან პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს სახელმწიფო დამხობის მცდელობას, რომელიც თვეობით ადრე ანონსდებოდა

8-05-2026

„აბსურდული შეფასებაა პოლიტპატიმრობასთან დაკავშირებით, ძალიან მიეჩვივნენ ამ ტერმინის გამოყენებას“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი ოპოზიციის წარმომადგენლების შეფასებას, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები პოლიტიკური პატიმრები არიან.


დეპუტატის თქმით, მათ სათქმელი არაფერი აქვთ, რადგან საზოგადოება პირდაპირ ეთერში უყურებდა სახელმწიფოს დამხობის მცდელობას.

„ეს არის საქმე, რომელსაც აქვს მტკიცებულებების ყველაზე მაღალი ხარისხი და სტანდარტი, ვინაიდან პირდაპირ ეთერში ვადევნებდით თვალს სახელმწიფო დამხობის მცდელობას, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში თვეობით ადრე ანონსდებოდა. შესაბამისად, მათ სათქმელი არაფერი აქვთ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.


სასამართლომ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს - პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძესა და პაატა მანჯგალაძეს შვიდ-შვიდი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930