გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია: სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ჯერ ჩვენს ზოგიერთ გამყიდველს, მერე „ალტ-ინფოს“ და სხვა რუსეთუმეებს მიეკედლა

9-05-2026

აი, ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ. რომლებიც მთელი მათი „მსახურების“ მანძილზე ლახავდნენ და ლახავენ ქართული ეკლესიის სახელს, - წერს გიორგი გამსახურდია და 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს სასულიერო პირის სპირიდონ ცქიფურიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებს.


გამსახურდიას განცხადებით, სპირიდონ ცქიფურიშვილმა ვერ მოიპოვა ფინანსები ვერც საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, შედეგად, რუსეთუმეებს მიეკედლა, ხოლო ახლა „ნაცმოძრაობის“ მედია აპიარებს მას.


„სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები ერთ-ერთ ეპარქიაში, მერე საპატრიარქოში და ვერც „ქართულ ოცნებაში“, ჯერ ჩვენს ზოგიერთ გამყიდველს, მერე „ალტ-ინფოს“ და სხვა რუსეთუმეებს მიეკედლა. ახლა კიდევ, ჰოი, საოცრებავ, ჩვენი ე.წ. პროდასავლური და სინამდვილეში რუსების მოთრეული „ნაცების“ მედიაარხები აპიარებენ მას. უსმინეთ, ეს ნაძირალა რას იძახის, ამის მოწოდების მერე დაიწყო ძალადობრივი აქცია, რომელმაც ქვეყანას უდიდესი ზიანი მიაყენა“, - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930