გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ზვიად მაისაშვილი დაკავებულ სპეცრაზმელებზე: ორივე მათგანმა აღიარა საკუთარი დანაშაული, მე არასდროს მქონია ამ ადამიანების მიმართ რაიმე ზიზღი, ან შურისძიების განცდა, თუმცა ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, არის დადებითი მოვლენა

9-05-2026

2024 წლის აქციების მიმდინარეობისას ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტებზე დაკავებული სპეცრაზმელების სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელსაც თავად დაზარალებული მაისაშვილი დაესწრო.


მისი შეფასებით, ორივე დაკავებულმა აღიარა დანაშაული და ბოდიში მოიხადეს, რაც დადებითი მოვლენაა.

„ორივე მათგანმა აღიარა საკუთარი დანაშაული, ასევე, მოიხადეს ბოდიში ჩემ მიმართ. მე არც არასდროს მქონია ამ ადამიანების მიმართ რაიმე ზიზღი, ან შურისძიების განცდა, თუმცა ის ფაქტი, რომ ბოდიში მოიხადეს, არის დადებითი მოვლენა“, - განაცხადა ზვიად მაისაშვილმა.


საპროტესტო აქციებისას გურამ როგავასა და ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930