გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე 26 მაისთან დაკავშირებით გვარამიას განცხადებაზე: გეგმა არ აქვთ და პასუხისმგებლობას ხალხს აჩეჩებენ, გზავნილი - „ერთად გადავწყვიტოთ“ იმისთვის სჭირდებათ, რომ მომავალი პოლიტიკური ფიასკო რამდენიმე ასეულ მომხრეს გადააბრალონ

11-05-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „26 მაისს რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ - გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს, ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!“


ანანიძის განცხადებით, ოპოზიციას გეგმა არ გააჩნია და ცდილობს პასუხისმგებლობა ხალხს შეაჩეჩოს, ხოლო მომავალი პოლიტიკური წარუმატებლობა თავიანთ რამდენიმე ასეულ ამომრჩეველს გადააბრალოს.


„გეგმა არ აქვთ და პასუხისმგებლობას ხალხს აჩეჩებენ. გზავნილი - „ერთად გადავწყვიტოთ“ იმისთვის სჭირდებათ, რომ მომავალი პოლიტიკური ფიასკო რამდენიმე ასეულ მომხრეს გადააბრალონ“, - წერს ცოტნე ანანიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031