გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: ახალ პატრიარქს გულითადად ვულოცავ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას. დარწმუნებული ვარ, შიო lll ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს

11-05-2026

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიოს lll -ს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას, - წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია.


როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, დარწმუნებულია შიო lll ღირსეულად გააგრძელებს დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს.


„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიოს lll -ს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას.


განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა ეკუთვნის უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ერის სულიერ მამას, რომლის მრავალწლიანი ღვაწლი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. დარწმუნებული ვარ, მისი უწმინდესობა შიო lll ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს.


ვუსურვებ სულიერ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას და ღვთის შეწევნას საქართველოს საკეთილდღეოდ“, - წერს იგი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031