გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: ახალ პატრიარქს გულითადად ვულოცავ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას, დარწმუნებული ვარ, შიო lll ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს

12-05-2026

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll -ს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს. 


როგორც ირაკლი კირცხალია აღნიშნავს, დარწმუნებულია შიო lll ღირსეულად გააგრძელებს დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს.


„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll -ს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას.


განსაკუთრებული მადლობა და პატივისცემა ეკუთვნის უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ერის სულიერ მამას, რომლის მრავალწლიანი ღვაწლი საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია.


დარწმუნებული ვარ, მისი უწმინდესობა შიო lll ღირსეულად გააგრძელებს ამ დიდ გზას, გააძლიერებს ეკლესიის ერთობას, მშვიდობასა და ეროვნულ ფასეულობებს.


ვუსურვებ სულიერ სიმტკიცეს, ჯანმრთელობას და ღვთის შეწევნას საქართველოს საკეთილდღეოდ“, - აცხადებს კირცხალია. 

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031