გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია: ილია მეორის ცხოვრებაშივე შიო მუჯირის გამორჩევა ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო

12-05-2026

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალ პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს შიო lll-ს გულითადად ვულოცავ ამ უდიდეს პასუხისმგებლობასა და ისტორიულ მისიას, რომელიც მას წმინდა სინოდმა დღეს მიანიჭა, - ამის შესახებ მედიასთან საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალია უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.


კირცხალიამ უწმინდეს, შიო მესამეს წარმატება და დღეგრძელობა უსურვა.


„ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ჩვენი სულიერი მამის, კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის 29-წლიანი ღვაწლი, ის, რაც მან დაუტოვა ჩვენს ერს, ეს ყველაფერი უნდა გააგრძელოს ჩვენმა სულიერმა მამამ, უწმინდესმა და უნეტარესმა შიო მესამემ, ადამიანმა, რომელიც პატრიარქმა თავისივე სიცოცხლეში გამოარჩია. ილია მეორის ცხოვრებაშივე შიო მუჯირის გამორჩევა ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა, მხნეობა და სულიერი სიმტკიცე შიო მესამეს იმ დიდ პასუხისმგებლობაში, რომელი პასუხისმგებლობაც მას წმინდა სინოდმა მიანიჭა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031