გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება

12-05-2026

გავეცანით საქართველოს პარლამენტის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მომზადებულ ინიციატივას “საოჯახო კალათის” შესახებ, რომელიც მიმართულია სურსათზე ხელმისაწვდომი ფასების უზრუნველყოფაზე, გამოვხატავთ მზაობას, აქტიურად ჩავერთოთ ამ ინიციატივის განხორციელებაში.


ჩვენ, როგორც სადისტრიბუციო სექტორის წარმომადგენლები, სრულად ვიზიარებთ ხედვას იმის შესახებ, რომ „საოჯახო კალათის“ წარმატება დამოკიდებულია მიწოდების ჯაჭვის ყველა რგოლის ერთობლივ ძალისხმევაზე. ჩვენთვის პრიორიტეტულია მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა და გამოვხატავთ მზადყოფნას საცალო რეალიზაციის ქსელებთან ერთად ვიმუშავოთ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად მზად ვართ, უმოკლეს ვადებში ჩავერთოთ სამუშაო პროცესებში.


პატივისცემით,

შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031