გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ძალადობრივ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე: ვუყურებ სასულიერო პირებს და ცოტა ტრაგიკომიკური ხომ არ არის? ეპისკოპოსს როცა შეხედავ, პირველი მათგან გამოსჭვივის მატერიალური სიმდიდრე, ფუფუნება და არა სულიერება, ღვთიურობა

12-05-2026

ძალადობრივ აქციებზე დაკავებული რეზო კიკნაძე პატრიარქის ინტრონიზაციაზე სოციალურ ქსელში წერს და სასულიერო პირებს აკრიტიკებს და მოუწოდებს, ღვთის სახლს საიუველირო მაღაზიად ნუ გადააქცევენ.


„ახლახან ხელახლა წავიკითხე ნიკოს კაზანძაკისის წიგნი, რომელიც წმინდა ფრანცისკეზეა - სრულყოფილებას ყოველგვარი სიმდიდრის თუ ხორციელი სიამისგან დაცლაში რომ ხედავდა. დღეს კი ვუყურებ სასულიერო პირებს და ცოტა ტრაგიკომიკური ხომ არ არის? ეპისკოპოსს როცა შეხედავ, პირველი მათგან გამოსჭვივის მატერიალური სიმდიდრე, ფუფუნება და არა სულიერება, ღვთიურობა... თვალებში მაინც ნუ გვჩრით მაგ ოქროსა და ათასთვალ მარგალიტს! ნეტავ, ერთი საათით მაინც წამოაყენა ახლა დავით აღმაშენებელი... ღვთის სახლს საიუველირო მაღაზიად ნუ გადააქცევთ!“- წერს რეზო კიკნაძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031