გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შევადგინეთ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტების სია და გაიაფებასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დავიწყეთ მუშაობა ჩვენს მომწოდებლებთან - "ნიკორას" წარმომადგენელი

13-05-2026

ქსელურ მარკეტებში დღეიდან ფასდაკლებული პროდუქტების სტენდები განთავსდა - კომპანიებში განმარტავენ, რომ მომხმარებელს სოციალურ კალათაში განთავსებული 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეუძლია.ქსელურ მარკეტებში დღეიდან ფასდაკლებული პროდუქტების სტენდები განთავსდა - კომპანიებში განმარტავენ, რომ მომხმარებელს სოციალურ კალათაში განთავსებული 15 სახეობის პროდუქტის შეძენა შეუძლია.


"კარფური", "სპარი", "მაგნიტი", "კალათა", "უნივერსამი", "გუდვილი", "ზღაპარი", "ნიკორა", "ლიბრე" და "აგროჰაბი" - კალათის შექმნის და სასურსათო პროდუქტებზე ფასდაკლების სურვილი ყველა ქსელურმა მარკეტმა გამოთქვა.


"ნიკორაში" აცხადებენ, რომ ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე სპეციალურ ფასებს, ეტაპობრივად, სხვადასხვა კატეგორიაში დანერგავს. კომპანიის ინფორმაციით, ფასდაკლების კამპანია ძირითადად ყოველდღიური საჭიროების პროდუქტებს შეეხება და ყოველკვირეულად განახლდება.


"შევადგინეთ პროდუქტების სია, რომელიც არის ყოველდღიური მოხმარების და ამ პროდუქტების გაიაფებაზე და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით დავიწყეთ მუშაობა ჩვენს მომწოდებლებთან. ამ აქციის ფარგლებში, მომხმარებელს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებს შევთავაზებთ, იქნება ეს ბაკალეა, ხორცპროდუქტები, რძე, კვერცხი და ა.შ.


განახლებული ფასების აქცია ყოველკვირეულად სხვადასხვა კატეგორიას შეეხება. ეს კონკრეტული აქცია არის სოციალური კალათის პრინციპით, რაც ყოველდღიური მოხმარებისთვის საჭირო პროდუქტებს გამოყოფს და მასზე განსაკუთრებულ ფასებს გვაძლევს“, - აცხადებს "ნიკორას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სალომე ჭელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031