გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა ხუბუა: ბრიუსელის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში „იმედი“ დატოვეს გარეთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებას - ალიგიერის და გოეთეს ევროპისგან, დღეს ფონ დერ ლაიენისა და კალასის ევროპაღა დარჩა

14-05-2026

ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, ტელეკომპანია „იმედისთვის“ ევროპარლამენტის შენობაში მუშაობის აკრძალვის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ბრიუსელის „პოლიტიკურ ჯოჯოხეთში“ „იმედის“ გარეთ დატოვება, კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებებს.


მისი განცხადებით, ევრობიუროკრატებს სურთ, ჩაახშონ ყველანაირი განსხვავებული აზრი და სიტყვა, რაც მათ ნარატივს ეწინააღმდეგება.


„ევრობიუროკრატების ავტორიტარულ გადაწყვეტილებას - ტელეკომპანია „იმედს“ ევროპარლამენტის შენობაში მუშაობა აუკრძალონ, ასოციაციურად მივყავართ დანტე ალიგიერის „ღვთაებრივ კომედიასთან“, რომლის მიხედვითაც, ჯოჯოხეთის შესასვლელში წერია, რომ ყველა იქ შემსვლელმა იმედი გარეთ უნდა დატოვოს.


ჰოდა, ბრიუსელის პოლიტიკურ ჯოჯოხეთში „იმედი“ დატოვეს გარეთ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს კოლექტიურ იუკნევიჩიენეთა ბოლშევიკურ მისწრაფებას, ჩაახშონ ყველანაირი განსხვავებული აზრი და სიტყვა, რომელიც მათ ნარატივს ეწინააღმდეგება.


მთელ ამ ამბავში ყველაზე სავალალო კი ის არის, რომ ალიგიერის და გოეთეს ევროპისგან, დღეს ფონ დერ ლაიენისა და კალასის ევროპაღა დარჩა“, - წერს ჯაბა ხუბუა X-ზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31