გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ ნებაყოფლობით დარეგისტრირებული წვევამდელების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა

14-05-2026

რუსთავში სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულმა სააგენტომ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლებს მადლობის წერილები გადასცა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. 


ღონისძიება სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების რუსთავის მუნიციპალური განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.


საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებით თავდაცვის კოდექსში შეტანილი ცვლილებებიც განიხილეს. საინფორმაციო შეხვედრას სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო მოსამსახურეები და ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით დარეგისტრირებული პირების მშობლები დაესწრნენ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031