გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიაზე: ორი აღიარება - ეკონომიკური ზრდა საქართველოში და არქიფო სეთურის მეთოდებით საზოგადოების მორჩილება, რისი აქტიური მცდელობები ვნახეთ მათი ხელისუფლებაში ყოფნისას

15-05-2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის უკმაყოფილებას ზრდის, რადგან აძლიერებს ადამიანებს და უფრო კრიტიკულებს ხდის მათ“.


ანანიძის შეფასებით, გვარამიას ეს განცხადება იმის აღიარებაა, რომ საქართველოში ეკონომიკური ზრდა ფიქსირდება.


„ორი აღიარება: პირველი - ეკონომიკური ზრდა საქართველოში. მეორე - არქიფო სეთურის მეთოდებით საზოგადოების მორჩილება, რისი აქტიური მცდელობები ვნახეთ მათი ხელისუფლებაში ყოფნისას“, - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31