გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პრემიერი: ნიკა გვარამია თავს იმშვიდებს, სინამდვილეში, მათ აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს საშუალო ხელფასის მატებას, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და შესაბამისად, მეტ სოციალურ უზრუნველყოფას

15-05-2026

როდესაც ქვეყანაში იზრდება ეკონომიკა,  ასეთ დროს იზრდება თვითშეგნებაც, უმჯობესდება მოსახლეობის განწყობა, დამოკიდებულება ზოგადად ინსტიტუტების მიმართ, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. 


მთავრობის მეთაურმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ნიკა გვარამიას განცხადებას ეხებოდა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. 


„ნიკა გვარამია თავს იმშვიდებს. სინამდვილეში, მათ აწუხებთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, გამომდინარე იქიდან, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს საშუალო ხელფასის მატებას, ზოგადად, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეტ შემოსავლებს ბიუჯეტში და შესაბამისად, მეტ სოციალურ უზრუნველყოფას, უკეთეს ჯანდაცვას, მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს და ა.შ. ეს სინამდვილეში მათ აწუხებთ და თავს იმშვიდებენ რაღაცნაირად იმით, რომ აქცენტი გადაიტანონ საზოგადოების განსხვავებულ თითქოს და დამოკიდებულებაზე. როდესაც ქვეყანაში იზრდება ეკონომიკა,  ასეთ დროს იზრდება თვითშეგნებაც, უმჯობესდება მოსახლეობის განწყობა, დამოკიდებულება ზოგადად ინსტიტუტების მიმართ. ეს აწუხებს ნიკა გვარამიას და ეს არის აბსოლუტურად ხელოვნური მცდელობა, თავი დაიმშვიდოს", -  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930