გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

15-05-2026

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებული პროცესები, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა.


ვოლსკის თქმით, დანიის პოლიციამ აქცია ხისტი ზომების გამოყენებით დაშალა, ამ ფონზე კი, საქართველოს მიმართ შეფასებები, ევროპელი ბიუროკრატების მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.


„უმკაცრესი, ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს ეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ არის მიკერძოებული დამოკიდებულება, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური შინაარსი და სარჩული გააჩნია“, - განაცხადა ვოლსკიმ.ცნობისთვის, კოპენჰაგენში, პალესტინის მომხრე აქტივისტებმა დანიური გადამზიდი გიგანტის - „მაერსკის“ სათავო ოფისთან ბლოკადა მოაწყვეს, რომელიც პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა.


აქციის დროს 20 ადამიანი დააკავეს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031