გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: თუ კონკრეტული პატიმრები ნებისმიერი მიმართულებით გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, მაგრამ სინანული და მონანიება პრინციპულად მნიშვნელოვანია

15-05-2026

თუ კონკრეტული პატიმრები  ნებისმიერი მიმართულებით გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 
პრემიერმა უპასუხა შეკითხვას,  რას გააკეთებს მთავრობა პატიმრების შეწყალებასთან დაკავშირებით, როდესაც  საპატრიარქოს ექნება თხოვნა. 


„აქ, არის მარტივი მიდგომა. თუ კონკრეტული პატიმრები  ნებისმიერი მიმართულებით გამოხატავენ სინანულს ჩადენილი დანაშაულის გამო, რა თქმა უნდა,  ჩვენ გვექნება სათანადო რეაგირება, მაგრამ სინანული, მონანიება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ბუნებრივია. ეს არის ჩვენი მარტივი გამოკიდებულება", -  აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ოქტომბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031