გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აპატურაი: ჩემი ჩამოსვლის უმთავრესი მიზანი ნატოსა და საქართველოს შორის არსებული პოზიტიური პოლიტიკური დინამიკის შენარჩუნებაა

12-12-2018

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ თბილისში ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან გამართა. 

მისი განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში სხვა საკითხებტან ერთად ბრიუსელში გამართული მინიტერიალის შდეგები იქნა განხილული, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან მხრიდან ნატო-ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით ძლიერი გზავნილები დაფიქსირდა.

„ჩემი ჩამოსვლის უმთავრესი მიზანია იმ პოზიტიური პოლიტიკური დინამიკის შენარჩუნება, რაც ნატოსა და საქართველოს შორის არსებობს, აგრეთვე, ცოტა ხნის წინ, ბრიუსელში გამართული ნატოს მინისტერიალის შედეგების შეჯამება და მომავალი წელს ერთობლივი სამოქმედო გეგმების განსაზღვრა. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ნატოს მინისტერიალზე საქართველოს ალიანსში გაწევრიანების სურვილსა და მოწოდებაზე, ამ გზაზე მიმდინარე რეფორმების გატარების თაობაზე და იმ კონტრიბუციებზე, რასაც საქართველო გასწევს, საერთაშორისო მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად საკმაოდ ძლიერი განცხადებები გააკეთა.

გენერალური მდივნის წარმომადგენლის განმარტებით, მინისტრთან განხილულ იქნა, ასევე, ის გეგმები, რომელიც კონკრეტული შედეგების მისაღწევად ორივე მხარემ უნდა განახორციელოს. 

„დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები განვიხილეთ, მჯერა რომ მომავალ წელს ქართველი ხალხი იხილავს გაცილებით მეტ ნატო-ს საქართველოში უმაღლეს დონეზე. ამასთან, რა თქმა უნდა, აუცილებელია ვიმუშაოთ კონკრეტულ შედეგებზე, მაგალითად საქართველოში ეფექტური რეფორმების გატარებაზე და დემოკრატიული პროცესების განმტკიცებაზე“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეიმს აპატურაიმ.

გენერალური მდივნის წარმომადგენლის ვიზიტი თბილისში 12 დეკემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს გამართავს ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან და თავდაცვის მინისტრთან. ჯეიმს აპატურაი ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში საჯარო ლექციას გამართავს ასევე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    დეკემბერი 2025    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031