გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კირცხალია - ხალხი, რომელიც მონაწილეობდა გადატრიალებაში, პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, პოლიტიკური პატიმრები არიან?!

17-05-2026

„სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობა მშვიდობიანი აქცია იყო?!“, - ამ კითხვით მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“, სადაც პოლიტოლოგმა განაცხადა, რომ არანაირი სახელმწიფო გადატრიალებას ადგილი არ ჰქონია და დაკავებულებს პოლიტპატიმრები უწოდა.


„რას ჰქვია გადატრიალების მცდელობა არ იყო?! პარლამენტის შენობას წვავდნენ, დაასახიჩრეს პოლიციელები. რომელია პოლიტიკური პატიმარი, ერთი მითხარით! ხალხი, რომელიც მონაწილეობას იღებდა გადატრიალებაში, რომელიც პოლიციელს ურტყამდა და ადმინისტრაციულ შენობას წვავდა, ესენი არიან პოლიტიკური პატიმრები?! თქვენ, ნებსით თუ უნებლიედ, როგორც ბატონმა ჰერჩინსკის და მის დამქაშებს, როგორც ცრუ აღქმებში შეჰყავდათ ჩვენი საზოგადოება, ახლა თქვენ იმავეს იმეორებთ“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031