გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას და გაძლიერებას

17-05-2026

მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით განაცხადა. მინისტრმა რუსთაველის გამზირზე ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი მსვლელობაში მიიღო მონაწილეობა და საზოგადოებას დღევანდელი დღე მიულოცა.


„პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, გაგრძელებაა იმ მნიშვნელოვანი დანატოვრის, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჩვენს ქვეყანას დაუტოვა.


დღეს ხედავთ, რომ ჩვენთან ერთად იმყოფება ძალიან ბევრი ადამიანი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას, გაძლიერებას, შენარჩუნებას, ჩვენი სარწმუნოების, ჩვენი ერთიანობის და იმ დიდი სიყვარულის, რომელიც ჩვენს ერს ერთმანეთთან აერთიანებს", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930