გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხობში ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხორცის რეალიზაციის მცდელობა აღიკვეთა

18-05-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის ინსპექტორების და  ხობის  პოლიციის რაიონული სამმართველოს უფლებამოსილი პირების ერთობლივი ღონისძიების შედეგად, ქალაქ ხობში გამოვლენილია ფიზიკური პირი  ლ. შ., რომელსაც  საკუთარი ავტომობილით  გადაჰქონდა 85 კგ მსხვილფეხა პირუტყვის  ხორცი, სუბპროდუქტები (ტყავი, თავ-ფეხი, შიგნეულობა და სხვა)  და  პირუტყვის დაუმუშავებელი თავი.


საქონელი დაკლული იყო   სავალდებულო უვნებლობის   მოთხოვნების დარღვევით, სასაკლაოს გვერდის ავლით და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე.  ასევე,  ხორცის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლები  არ შეესაბამებოდა დადგენილ ნორმებს. 


კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა, ხოლო  ამოღებული ხორცი  შემდგომი განადგურების მიზნით დაილუქა.  


ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე ცხოველის დაკვლა საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს, ზრდის ზოონოზური დაავადებების (ჯილეხი, ბრუცელოზი და სხვა) გავრცელებისა და მოწამვლის რისკებს.


სააგენტო აფრთხილებს ფიზიკურ პირებს, არ დაკლან ცხოველი თვითნებურად, კუსტარულად მოწყობილ სასაკლაოზე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930