გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
არგენტინაში საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა

12-12-2018

არგენტინის კონგრესის დეპუტატთა პალატის საპატიო დარბაზში  საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა არგენტინის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ყურაშვილმა მიიღო.


საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოსთან ახლადდაფუძნებული მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, დეპუტატმა ბეატრის ავილამ ელჩთან საუბრისასა ყურადღება  არგენტინის პარლამენტის ინტერესზე საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით გაამახვილა.


შეხვედრაზე ხაზი გაესვა საპარლამენტო დიპლომატიისა და საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის მნიშვნელობას ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში, ასევე მომავალ წელს დაგეგმილი ვიზიტებისა და პროექტების განხორციელების ხელშეწყობაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2026    »
ოსოხპშკ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30