გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიო ნაუფალი: გერმანელმა მოზარდმა ოლაფ შოლცს სოციალურ ქსელში „ნაბიჭვარი“ უწოდა, რასაც სახელმწიფომ ოფიციალური სისხლისსამართლებრივი ბრალდებით უპასუხა

19-05-2026

ამერიკელი პოდკასტერის მარიო ნაუფალის ინფორმაციით, გერმანელმა მოზარდმა „ტვიტერზე“ (X) ოლაფ შოლცს „ნაბიჭვარი“ უწოდა, რადგან მისი კომპიუტერული თამაშის Fortnite-ის განახლება 173 კბ/წმ სიჩქარით იწერებოდა და 60 საათზე მეტი დასჭირდებოდა.


გერმანიის სახელმწიფომ ამას ოფიციალური წერილობითი სისხლისსამართლებრივი ბრალდებით - ცილისწამების კანონით უპასუხა. აღნიშნულის თაობაზე იტყობინება ასევე „CLASH REPORT“, რომლის ცნობით, გერმანელი მოზარდის მიერ გამოქვეყნებულ „ტვიტს“ მხოლოდ 503 ნახვა ჰქონდა.თინეიჯერს 37.9 გბ-იანი ფაილიდან მხოლოდ 102 მბ ჰქონდა გადმოწერილი, პოლიცია მასთან უფრო ადრე მივიდა, ვიდრე გადმოწერა დასრულდებოდა.


საქმე მას შემდეგ დაიხურა, რაც გერმანელმა მოზარდმა პოსტი წაშალა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031