გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ჩიხელიძე ილია ღლონტზე: ტყუილს მიზანმიმართულად ან არცოდნით ავრცელებს, რეალურად, დღეს საქართველოში 8 500-მდე პატიმარია და არა 20 000-ზე მეტი, როგორც ამას ოპოზიციის პროპაგანდა წარმოაჩენს

20-05-2026

სამოქალაქო აქტივისტი ილია ღლონტი, სოციალურ ქსელში ვიდეო მიმართვას ავრცელებს, რომელსაც ექსპერტი, დავით ჩიხელიძე ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ღლონტი ტყუილს შეგნებულად ავრცელებს და ეს არის მავნებლობა, რადგან რეალურად, დღეს საქართველოში 8 500-მდე პატიმარია და არა 20 000+ როგორც ამას ოპოზიციის პროპაგანდა წარმოაჩენს.


მისივე შეფასებით, თუ ღლონტი ინფორმაციას უმეცრებით ავრცელებს, მაშინ საქმე ასევე რთულადაა, რადგან ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ სიმართლეს ღაღადებს, არ აქვს შესაბამისი ცოდნა, ისაუბროს გარკვეულ საკითხებზე, ცოდნის ნაკლებობასთან ერთად კი თავს არ იწუხებს, გადაამოწმოს ინფორმაცია.


„ტყუილი, რომელსაც მიზანმიმართულად ან არ ცოდნით ავრცელებს. რეალურად დღეს საქართველოში 8 500-მდე პატიმარი არის და არა 20 000+ როგორც ამას ოპოზიციის პროპაგანდა წარმოაჩენს! თუ აღნიშნულ ტყუილს ილია ღლონტი შეგნებულად ავრცელებს, ეს არის მავნებლობა, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და ქვეყნის მტრობა.


ხოლო თუ უმეცრებით ავრცელებს, მაშინ საქმე ასევე რთულად გვაქვს, რადგან ადამიანს, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ სიმართლეს ღაღადებს, თურმე არ აქვს შესაბამისი ცოდნა, ისაუბროს გარკვეულ საკითხებზე, ცოდნის ნაკლებობასთან ერთად კი, თავს არ იწუხებს გადაამოწმოს ინფორმაცია და საზოგადოებას ჭეშმარიტება უთხრას!“ - წერს ჩიხელიძე.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930