გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება, წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია

20-05-2026

ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას! ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფეისბუქზე წერს. 


როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია. 


„ძვირფასო მეთორმეტეკლასელებო, გილოცავთ სკოლის დამთავრებას, ბოლო ზარის შემდეგ, თქვენი ცხოვრების სრულიად ახალი ეტაპი იწყება. წინ განვითარებისა და თვითრეალიზაციის დიდი ასპარეზია. მჯერა, რომ თქვენი ნიჭითა და შრომით, ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებთ საზოგადოებაში. თქვენმა შრომისმოყვარეობამ და ენერგიამ უნდა შექმნას ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. გისურვებთ ყველა დასახული მიზნის მიღწევას", - აღნიშნავს პრემიერი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31