გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

20-05-2026

სურსათის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებთან ერთად ბათუმში თევზისა და თევზპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო შპს ,,როიალ ფიშ ბათუმი"(მისამართი: ნიკო ჯაყელის ქ N18) არაგეგმურად შეამოწმეს. აღმოჩენილია 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი.


ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები. ამავდროულად, ბიზნესოპერატორი საქმიანობდა რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ვადაგასული სურსათი კი შემდგომი განადურების მიზნით დაილუქა.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930