გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ICG: ევროკავშირის ინტერესებში რჩება საქართველოსთან სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება - ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა, გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად

21-05-2026

დამოუკიდებელი, არაკომერციული და არასამთავრობო ორგანიზაცია, International Crisis Group (ICG) აქვეყნებს სტატიას, სადაც მიმოხილულია საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკური ვითარება რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ.


სტატიის თანახმად, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, საქართველომ მკვეთრად შეცვალა თავისი საგარეო პოლიტიკა. 2023 წელს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისა და წევრობაზე განაცხადის შეტანის შემდეგ, ქვეყნის ურთიერთობები ბლოკთან გაწყდა, ისევე როგორც მისი კავშირები აშშ-სთან; მან ახალი პარტნიორები მოიძია აზიასა და ახლო აღმოსავლეთში და არაფორმალური შეთანხმება დადო რუსეთთან, რათა მინიმუმამდე დაეყვანა უკრაინის ომის ნებისმიერი უარყოფითი შედეგი.


„საქართველოს საგარეო პოლიტიკის ცვლილებებს პირდაპირი გავლენა აქვს ქვეყნის ურთიერთობაზე ევროკავშირთან და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პერსპექტივა სწრაფად სუსტდება, ევროკავშირის ინტერესებში მაინც რჩება სამუშაო ურთიერთობების შენარჩუნება ევროპასთან მოსაზღვრე ქვეყანასთან, განსაკუთრებით იმ დროს, როცა სამხრეთ კავკასიაში ფართომასშტაბიანი გეოპოლიტიკური გადალაგება მიმდინარეობს. ევროკავშირმა უნდა სცადოს თბილისთან დაძაბულობის შემცირება და პრაგმატული თანამშრომლობა, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესისგან დამოუკიდებლად.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031