21-05-2026
ფაქტია ისიც, რომ „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი ლოგიკურ დასასრულს უახლოვდება, თანაც იმგვარად, რომ ისინი სულ ახლოს არიან სასურველ მიზანთან - ევროპა დაუძლურებულია და საფუძველშერყეული, მათ ფონზე კი ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ სუპერსახელმწიფოდ ჩანს, - ვკითხულობთ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.
ავტორი აღნიშნავს, რომ „დიფ სტეიტს“ საკუთარი გეგმა სისრულეში მოჰყავს, დანიაში განვითარებული მოვლენებით „ჯოხი ევროპაზე გადატყდა და ოლიგარქიული ოჯახების კვალისკენ მიმავალი ჯაჭვი კი სწორედ იქ გაწყდა, სადაც მათ სურდათ“.
„აშკარაა, რომ „დიფ სთეითს“ საკუთარი გეგმა სისრულეში მოჰყავს - ჯოხი ევროპაზე გადატყდა და ოლიგარქიული ოჯახების კვალისკენ მიმავალი ჯაჭვი კი სწორედ იქ გაწყდა, სადაც მათ სურდათ.
ამიტომაცაა, რომ დანიის, თუ სხვა ევროპული ქვეყნის დედაქალაქში მომხდარ გაუგონარ ფაქტებზე ამერიკის შეერთებული შტატებიდან მხოლოდ გამაყრუებელი დუმილი ისმის, დუმილი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ისეთივე მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილია, როგორც დონალდ ტრამპის ხმამაღალი განცხადებები.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ ვალდებულია, რომ საზოგადოებას არა ნახევრად, არამედ სრული სიმართლე დაანახოს, სიმართლე, რომელიც იმაზე გაცილებით მწარე და მძიმეა, ვიდრე ევროპის კონტინენტიდან მომდინარე ლპობის მძაფრი სუნი,“- ვკითხულობთ წერილში.
13-05-2026