გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას

22-05-2026

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კოლეგებს აზერბაიჯანში, რომლებმაც განსაკუთრებული ჟესტი გამოავლინეს ჩვენი ქვეყნისადმი და ექვსი წლის შემდგომ, პირველად მოხდება სამგზავრო მატარებლის ოპერირების დაწყება. ეს მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველო იქნება ერთადერთი გამონაკლისი, სადაც სამგზავრო მატარებელი აზერბაიჯანიდან დაიწყებს ოპერირებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "იმედი live" - ის ეთერში.


როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, არსებული რეალობიდან გამომდინარე, საქართველოსთვის ტურისტული ნაკადების ზრდა საკმაოდ საგულისხმოა.


"აზერბაიჯანი წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პარტნიორია. დღეს, როდესაც მხოლოდ საჰაერო მიმოსვლით ხდებოდა ორი დედაქალაქის ერთმანეთთან დაკავშირება, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა უმნიშვნელოვანეს როლს შეიტანს ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებაში, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაში, ასევე ტურისტული ნაკადების ზრდაში უკვე პირდაპირ ზაფხულის ტურისტული სეზონიდან," - განაცხადა მინისტრმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031