გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ავალიანმა, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რიგით 93-ე გენერალური სესიის ფარგლებში, შეხვედრები გამართა

22-05-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი და საქართველოდან ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის დელეგატი ლაშა ავალიანი, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH)  რიგით 93-ე გენერალური სესიის ფარგლებში, არაბთა გაერთიანებული საამიროების ცხოველთა განვითარების და ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსს, მთავარ ვეტერინარ ოფიცერს კალთამ კაიაფს შეხვდა.


შეხვედრაზე მინისტრის მოადგილემ საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მიმდინარე ღონისძიებებზე ისაუბრა და ყურადღება ქვეყანაში მიღწეული ეპიზოოტიური კეთილდღეობის საკითხზე გაამახვილა.


მხარეები საქართველოდან არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ცხვრისა და თხის ექსპორტის ვეტერინარული სერტიფიკატის ფორმაზე შეთანხმდნენ. მნიშვნელოვანია, რომ გამოითქვა ინტერესი საქართველოდან ცხვრის ექსპორტის ზრდის მიმართულებით.


გენერალური სესიის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატუსების დეპარტამენტის წარმომადგენლებთანაც. მხარეებმა ცხოველთა გარკვეულ დაავადებებზე ოფიციალურად თავისუფალი სტატუსების მოპოვებასთან დაკავშირებით საქართველოს მიმდინარე გეგმები განიხილეს. შეხვედრაზე ყურადღება ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ ცნობადობის საერთაშორისო დონეზე ამაღლების მნიშვნელობაზე გამახვილდა.


ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სტატუსების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს ქვეყანაში ცხოველთა ჯანმრთელობის მიმართულებით განხორციელებული სამუშაოები და მინისტრის მოადგილეს ქვეყნისთვის ცხოველთა დაავადებებზე თავისუფალი სტატუსების მოპოვების პროცესში სრული მხარდაჭერა აღუთქვეს.


მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი სტატუსების მოპოვება საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით სანდო სავაჭრო პარტნიორის სტატუსის გაძლიერებაში დაეხმარება.


ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) დელეგატთა მსოფლიო ასამბლეის 93-ე გენერალური სესია პარიზში, 18 - 22 მაისის პერიოდში იმართება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031