გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა ხუბუა: ნანუკა ჟორჟოლიანი მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვიდა, ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ გვანცა ყუფარაძე, როგორც 6-წლიანი ტყვეობიდან ნორა კვიციანი

22-05-2026

„ნანუკა ჟორჟოლიანი ციხიდან გამოვიდა ხანგრძლივი და მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე. მისი განცხადებით, ჟორჟოლიანი ციხიდან სიცილ-კისკისით და კუნტრუშით გამოვიდა და არა ისე, როგორც „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ციხეში ნატანჯი და ჯანმრთელობაგანადგურებული ქალები გამოდიოდნენ.


„ნანუკა ჟორჟოლიანი ციხიდან გამოვიდა ხანგრძლივი და მომქანცველი 3-დღიანი პატიმრობის შემდეგ. გამოვიდა ისე კი არა, როგორც 5-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა ნაცრეჟიმის დილეგი გვანცა ყუფარაძემ, რომელიც 14 წლის ასაკში გაასამართლეს შეთითხნილი ბრალდებით.


ნანუკა გამოვიდა ციხიდან ისე კი არა, როგორც ნაცრეჟიმის 6-წლიანი ტყვეობიდან ძლივს სულგამოტანილი, უდანაშაულო ნორა კვიციანი.


არც ქეთევან ზარნაძის, არც ხათუნა ჯანაშვილის და არც ნაცრეჟიმის ციხეში ნატანჯი, ჯანმრთელობაგანადგურებული სხვა ქალების მსგავსად არ გამოსულა ნანუკა 3-დღიანი პატიმრობიდან. სიცილ-კისკისით და კუნტრუშ-კუნტრუშით გამოვიდა, როგორც რუსულ - ჩინურ-ირანული რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლ რევოლუციის ამორძალს შეეფერება“, - წერს ხუბუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031