გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Reuters: თუ ჰორმუზის სრუტე ერთიდან სამ თვემდე კვლავ დაკეტილი დარჩება, ევროპაში გაზის დეფიციტი შეიქმნება

22-05-2026

ევროპაში, შესაძლოა, ბუნებრივი აირის დეფიციტი შეიქმნას, თუ ჰორმუზის სრუტე ერთიდან სამ თვემდე დაკეტილი დარჩება, რადგან არსებული მარაგები იწურება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


ორგანიზაცია Gas Infrastructure Europe-ის თანახმად, დღესდღეობით ევროპის გაზის საცავები 35%-ით არის შევსებული, რაც სეზონურ ნორმაზე დაბალია. როგორც წესი, ამ დროს ევროპის გაზის საცავები 50%-ით არის შევსებული.


როგორც სააგენტო იუწყება, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ზაფხულის განმავლობაში გაზის საცავები უნდა შეავსონ, რათა ოქტომბრიდან დეკემბრამდე ბუნებრივი აირის მარაგი 90%-ს შეადგენდეს.


„თუ ომი ხვალ დასრულდება და სრუტის გავლით გაზის თავისუფალი მიმოსვლა მალე აღდგება, საცავებს მისაღები, მაგრამ შეზღუდული მოცულობით, 75%-ით შევავსებთ, მაგრამ თუ სრუტე კვლავ ერთიდან სამ თვემდე დაკეტილი დარჩება, სიტუაცია კრიტიკული გახდება“, - განუცხადა სააგენტოს ნორვეგიული კომპანია Equinor-ის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა ჰელე ოსტერგარდ კრისტრიანსენმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031