გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური: „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით - მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან

22-05-2026

„რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით - მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან, რადგან ის ბოროტად იყენებს ცოტნე ივანიშვილის სახელსა და გვარს“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.


მათივე განმარტებით, აღნიშნული ყალბი ანგარიშიდან ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით.


„რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ პლატფორმა „ტიკტოკზე“ შეიქმნა ყალბი გვერდი ცოტნე ივანიშვილის სახელით.


აღნიშნული ყალბი ანგარიშიდან ვრცელდება მანიპულაციური ვიდეოები პროვოკაციული შინაარსით, ამასთანავე ყალბი გვერდიდან ახალგაზრდებს მისდით მესიჯები ცოტნე ივანიშვილის სახელით, თითქოს ის იბარებს ადამიანებს პარტიის ცენტრალურ ოფისში გასაუბრებაზე.


სოციალური პლატფორმა „ტიკტოკის“ ადმინისტრაციისთვის გაგზავნილია ოფიციალური წერილი, რომ გვერდი არის ყალბი და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში.


ველოდებით აღნიშნულ წერილზე რეაგირებას და ყალბი გვერდის გაუქმებას - ასევე გვსურს მოვუწოდოთ „ტიკტოკის“ მომხმარებლებს, რომ არ შევიდნენ კომუნიკაციაში აღნიშნული გვერდის უკან მდგომ პირთან, რადგან ის ბოროტად იყენებს ცოტნე ივანიშვილის სახელს და გვარს. დამატებითი სამართლებრივი რეაგირებისათვის საქმე გადაცემული აქვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930