გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხობის მუნიციპალიტეტში 400 ჰექტარ მიწის ფართობზე დრენაჟის სერვისი გაუმჯობესდება

22-05-2026

„საქართველოს მელიორაცია“ ხობის მუნიციპალიტეტში „გაღმა ქარიატას მასივის დამშრობი სისტემის სატუმბი სადგურის აღდგენა-რეაბილიტაციის“ პროექტს ახორციელებს, რომლის მიზანი რეგიონში დრენაჟის სერვისის გაუმჯობესება და სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვისგან დაცვაა.


პროექტის ფარგლებში, 400 ჰექტარ მიწის ფართობზე გაუმჯობესდება დრენაჟის მომსახურება, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სოფლის მეურნეობის განვითარებასა და მიწის რესურსების ეფექტიან გამოყენებას.


მიმდინარე სამუშაოებ ადგილზე გაეცნო „საქართველოს მელიორაციისდირექტორი ტექნიკურ საკითხებში გიორგი ხმელიძე. მისი განცხადებით, ქარიატას მასივის დამშრობი სისტემა და სატუმბი სადგური ექსპლუატაციაში გასული საუკუნის 80-იან წლებში შევიდა და მას შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებულა, რის გამოც პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.


პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები 2025 წლის 7 ოქტომბერს დაიწყო და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს სატუმბი სადგურისა და რაბ-რეგულატორის რეაბილიტაციას, ასევე სატუმბი სადგურის ტერიტორიის კეთილმოწყობას.


აღსანიშნავია, რომ „საქართველოს მელიორაცია“ საკუთარი ძალებით ახორციელებს სისტემის მაგისტრალური არხისა და კოლექტორების ქსელის გაწმენდით სამუშაოებს, რაც პროექტის ეფექტიან განხორციელებას და სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031