გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვარლამ ლიპარტელიანი: მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის და ვფიქრობ, ეს შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს შედეგს, ერთად შევძლებთ იმას, რომ უფრო ლამაზი, მეტად წარმატებული ვნახოთ ჩვენი ქვეყანა

24-05-2026

ვფიქრობ ძალიან საინტერესო შეხვედრა გვექნება. ვისაუბრებთ ყველა საკითხზე რაც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. ვისაუბრებთ მათ სამომავლო გეგმებზე, ხედვებზე და ვფიქრობ, კარგი შეხვედრა გამოგვივა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა რუსთავში, სადაც რიგით მე-7 კონფერენცია ტარდება.


„მზად ვართ ჯანსაღი დისკუსიისთვის, კრიტიკული აზრისთვის და ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები აუცილებლად გამოიღებს იმ შედეგს, რომ ყველა ახალგაზრდა, ყველა ადამიანი, ვისაც ჩვენი ქვეყანა უყვარს და ვინც ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის და წარმატებისთვის არის მოწოდებული, აუცილებლად ერთად ჩვენ შევძლებთ იმას, რომ უფრო ლამაზი, მეტად წარმატებული და წინ წასული ვნახოთ ჩვენი ქვეყანა“, - განაცხადა ლიპარტელიანმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930