გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნუგო შოშიაშვილი: რეგიონულმა კონფერენციებმა დაგვანახა, რომ ეს და მსგავსი ღონისძიებები არის უალტერნატივო საშუალება ახალგაზრდებს შორის დისკუსიის აღდგენის და განსხვავებული აზრების გაცვლა-გამოცვლის

24-05-2026

„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წევრმა ნუგო შოშიაშვილმა რუსთავში, სადაც ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია იმართება, შეხვედრების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.


მისი თქმით, აღნიშნულმა კონფერენციებმა აჩვენა, რომ მსგავსი ფორმატის შეხვედრები საუკეთესო შესაძლებლობაა ახალგაზრდებს შორის დიალოგის გასაძლიერებლად, აზრების თავისუფლად გასაზიარებლად და განსხვავებული შეხედულებების მოსასმენად.


„ვხვდებით ქვემო ქართლელ ახალგაზრდებს. ამ რეგიონულმა კონფერენციებმა დაგვანახა ის, რომ ეს და მსგავსი ღონისძიებები არის უალტერნატივო საშუალება ახალგაზრდებს შორის დისკუსიის აღდგენის და განსხვავებული აზრების გაცვლა-გამოცვლის“, - განაცხადა შოშიაშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930