გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა ბერულავა: გიორგი კარბელაშვილი ისევ ენმ-ს წარმოადგენს? თუ კი, სამარცხვინოა იმ ინციდენტის გამო, სადაც ტაქსის მძღოლს ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო

24-05-2026

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა პარლამენტის ყოფილ წევრს „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი კარბელაშვილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან ტაქსის მძღოლს „ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“


ბერულავა მიმართავს კარბელაშვილს, რით არის ტაქსის მძღოლი მასზე ნაკლები და რით დაამახსოვრა თავად კარბელაშვილმა საზოგადოებას თავი.


ის ასევე ყოფილ დეპუტატს ამბიციების დაოკებას ურჩევს და მოუწოდებს, თუ მაგარია, ბიძინა ივანიშვილს „ეკაჩაოს“.


„ეს კაცი, გიორგი კარბელაშვილი, ისევ ენმ-ს წარმოადგენს? თუ კი, სამარცხვინოა იმ ინციდენტის გამო, რაც დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა ფალიაშვილზე და სადაც ძალიან კარგ ბიჭს, ტაქსის მძღოლს, ძველბიჭური გარჩევები მოუწყო არაფრის გამო, ბოლოს კი მიაძახა: „მაგიტომაც ხარ იქ, სადაც ზიხარ!..“ რაო, გიორგი, გგონია პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიბადე და მანდვე ელისაბედ დედოფალმა გაკურთხა რაინდად? იქნებ არ იცი, რომ ამ ბიჭის მსგავსი მოქალაქეების ხმების დამსახურება იყო შენი დეპუტატობა? რით არის დეპუტატზე ნაკლები ტაქსის მძღოლი? ან რით დაგვამახსოვრე თავი საერთოდ, მთვრალი რომ ეკაჩავე პოლიციელებს, მაგით? ენები მიიგდეთ და ამბიციები დაიოკეთ, მით უმეტეს, როცა თქვენს გვერდით თქვენი შვილია. არავისზე არაფრით მეტი არ ხართ, უფრო პირიქით. წადი და ბიძინას ეკაჩავე, თუ მაგარი ხარ“, - წერს ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031