გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

25-05-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ფრინველთა სასაკლაოები შეამოწმეს.


სამ ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: ინდივიდუალური მეწარმე გ. ნ. (მისამართი: წყალტუბო, სოფ მუხიანი), ინდივიდუალური მეწარმე ბ. მ. (გორი, სოფელი პატარა გარეჯვარი) და ფიზიკური პირი ლ. ს. (სენაკი, სოფელი თეკლათი) საქმიანობდნენ სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობებიც, რის გამოც ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად.


სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31