გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თბილისში მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა

13-12-2018

თბილისში, ჭყონდიდელის ქუჩაზე ერთ-ერთი მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.


არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ამავე მშენებლობაზე დასაქმებული პირი იყო და ობიექტზე საკუთარი სამშენებლო იარაღების წასაღებად იყო მისული.


მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო სსკ-ის 240 მუხლით იძიებს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31