გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ნინო უტიაშვილი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

25-05-2026

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და სტომატოლოგიურ დაწესებულებებში რადიაციული უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს.


განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სტომატოლოგიურ კლინიკებში რადიაციული უსაფრთხოების საკითხებს, როგორც პაციენტების, ისე სამედიცინო პერსონალის დაცვის მიმართულებით.  


„მიმდინარე წელს სააგენტო საქართველოს მასშტაბით ახორციელებს გეგმურ და არაგეგმურ ინსპექტირებებს. ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა არაერთი არაავტორიზებული საქმიანობა (ნებართვის გარეშე), ასევე ისეთი მოწყობილობების გამოყენების ფაქტები, რომელთა ექსპლუატაციაც საქართველოს კანონმდებლობით შეზღუდულია და სახიფათოა როგორც პაციენტების, ისე სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობისთვის“, - აღნიშნა სააგენტოს უფროსმა ნინო უტიაშვილმა.


საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლების განცხადებით, ასოციაცია მზად არის კონსულტაცია გაუწიოს თითოეულ სტომატოლოგიურ დაწესებულებას, რათა მათ სრულად დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება და აღნიშნულ საკითხებზე აქტიური, უწყვეტი კომუნიკაციის შენარჩუნება.

შეხვედრას ესწრებოდნენ „საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის“ პრეზიდენტი  ქეთევან გოგილაშვილი და ვიცე პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2026    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930