გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქართველიშვილი: ხატია დეკანოიძე არის ქალი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დათმო, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინაში შს სამინისტროს მაღალჩინოსანი გამხდარიყო

25-05-2026

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ მიმართვას ეხმიანება, რომლითაც ის ქართველ ხალხს მორალს უკითხავს.


ქართველიშვილის განცხადებით, დეკანოიძე არის ქალი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა უკრაინაში შს სამინისტროს მაღალჩინოსნობისთვის დათმო და შესაბამისად, მას არ აქვს უფლება, ქართველ ხალხს ჭკუა დაარიგოს და მორალი უკითხოს.


„ხატია დეკანოიძე არის ქალი, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობა დათმო, ნაცვლად იმისა, რომ უკრაინაში შს სამინისტროს მაღალჩინოსანი გამხდარიყო. ეს მოღალატე, საკუთარი ქვეყნის და მოქალაქეობის დამთმობი, მიმგდები ქალი დღეს გამოდის და ქართველ ხალხს მორალს და ჭკუას უკითხავს“, - წერს ქართველიშვილი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31