25-05-2026
ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში, აგენტურული ქსელი, დამერწმუნეთ, არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მათთვის სამშობლოს აღქმა რთულია.
„დაგეთანხმებით, რომ პირველად არ მოგვისმენია ე.წ. ოპოზიციისგან ტრამპის და მისი ადმინისტრაციის კრიტიკა. ე.წ. აუცილებლად უნდა დავამატოთ ამ ძალებს, ამ აგენტურას. ყოველთვის ვამბობდით და ეს ასეა, ფაქტებით დასტურდება უკვე და აქ ასახსნელი არაფერია საზოგადოებისთვის. მათი ქმედებებიდან გამომდინარე, რომ ისინი მოქმედებენ არა თავისი დღის წესრიგით, არამედ ისინი მოქმედებენ იმ დღის წესრიგით, რომელიც მათ მოსდით სხვადასხვა არარჩეული ბიუროკრატიისგან, თუნდაც შეიძლება კონკრეტული ჯგუფებიდან, განსაკუთრებით ბრიუსელიდან და იმ ე.წ. პოლიტელიტისგან, რომელიც ბატონი ტრამპის მიერ წოდებული „დიფ სთეითის“ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან. ასე რომ, არახალია ეს ყველაფერი ჩვენთვის.
დღეს შეიძლება ვინმე გააკრიტიკონ, შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენონ ყველას. კარგად გვახსოვს მათი ერთ-ერთი სულიერი ლიდერი, ბატონი გვარამია და ერთ-ერთი ავტორი პოლარიზაციისა, როგორც სატელევიზიო სივრცეში, ისე საზოგადოებაში, თუ იმ თანამდებობიდან, რა თანამდებობასაც იკავებდა იმ ე.წ. პარტიულ და აგენტურულ ტელევიზიაში, რომელიც დღეს, მე მგონი, მხოლოდ სოციალურ პლატფორმაზე ფუნქციონირებს, მაგრამ ჰყავს თავის მემკვიდრეები სატელევიზიო სივრცეში, იქიდან როგორ სიძულვილს და ზიზღს და ბულინგის ენას ანთხევდნენ და ავრცელებდნენ წინა საარჩევნოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, წინა მისი პრეზიდენტობის დროს, შემდეგ ახლა ვნახეთ რამდენჯერმე შეცვლილი რიტორიკა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, როგორც პასუხის დასაწყისში განვაცხადე, უნდა გვახსოვდეს ერთი, რომ ზურა გირჩი ჯაფარიძე და ამგვარი წარმონაქმნები ქართულ პოლიტიკაში პირდაპირი მნიშვნელობით და პოლიტიკურად, ამას ხაზს გავუსვამ, ის აგენტურული ქსელი, დამერწმუნეთ, არ მოქმედებენ თავიანთი დღის წესრიგით.
რატომ ვუწოდებ ამათ, ყველას კარგად გვახსოვს, განსაკუთრებით ზურა გირჩი ჯაფარიძისგან, როდესაც მის სახელ და გვარს გავიგებ პირადად მე ნებისმიერ პოლიტიკურ კონტექსტში, ან გაიგებს, დარწმუნებული ვარ, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, გაიხსენებს მის პერფორმანსს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიასთან, თავის მომხრეებთან ერთად და თავის პარტაქტივთან ერთად, თუ როგორი შეურაცხყოფა მიაყენა თავისივე ქვეყანას. ხომ ვიძახით, რომ რთულია სამშობლოს აღქმა მათთვის, იმ ქვეყანას, რომლის პასპორტის მფლობელიც გახლავთ ბატონი ზურა გირჩი ჯაფარიძე.
ასე რომ, ყოველთვის ამ ადამიანის სახელის და გვარის ხსენებისას მე მახსენდება და, ალბათ, ყველას უნდა გვახსოვდეს, თუ რაზეა წამსვლელი ეს ადამიანი, თუ როგორ შეუძლია მას შეურაცხყოფა მიაყენოს იმ დაღუპულ გმირებს საოკუპაციო ხაზთან. რაც მან იკადრა, ეს ცხოვრების ბოლომდე მის პოლიტიკურ და არამხოლოდ პოლიტიკურ მომავალზე, თუ აწმყოზე მეტყველებს და იმეტყველებს ყოველთვის“, - განაცხადა კირცხალიამ.
13-05-2026