გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ჯაბა ხუბუა: დღის ბოლომდე გვარამია იმასაც იტყვის, რუბიო ვაშინგტონიდან ერევანში მარტო იმისთვის ჩავიდა, რომ ფაშინიანის კაბინეტში, ტელევიზორში უყუროს ნაცების გრანდიოზულ აქციას - უცხოსა და გადამთიელის ინტერესებს რომ ემსახურებიან, იმიტომაც არიან უსამშობლოე

26-05-2026

„გვარამია აცხადებს - მარკო რუბიომ დამოუკიდებლობის დღე საქართველოს, ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს კი არა, ჩვენ - ნაცებს მოგვილოცაო! მანამდე გვარამიამ ისიც თქვა - აქციაზე იმდენი უნდა შევიკრიბოთ, ერევანში ჩასულმა რუბიომ იქიდან დაგვინახოსო! დღის ბოლომდე გვარამია იმასაც იტყვის, რომ რუბიო ვაშინგტონიდან ერევანში, რეალურად, მარტო იმისთვის ჩავიდა, რომ ფაშინიანის კაბინეტში, ტელევიზორში უყუროს ნაცების გრანდიოზულ აქციას“, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.


როგორც ხუბუა აღნიშნავს, უცხოსა და გადამთიელის ინტერესებს რომ ემსახურებიან საქართველოს ინტერესების დათმობისა და დაზიანების ხარჯზე, იმიტომაც არიან უსამშობლოები და იმიტომაც აღარასოდეს აღარ ჩააბარებს სამშობლოს ქართველი ხალხი კოლექტიურ გვარამიებს.


„გვარამია აცხადებს - მარკო რუბიომ დამოუკიდებლობის დღე საქართველოს, ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს კი არა, ჩვენ - ნაცებს მოგვილოცაო! მანამდე გვარამიამ ისიც თქვა - აქციაზე იმდენი უნდა შევიკრიბოთ, ერევანში ჩასულმა რუბიომ იქიდან დაგვინახოსო! დღის ბოლომდე გვარამია იმასაც იტყვის, რომ რუბიო ვაშინგტონიდან ერევანში, რეალურად, მარტო იმისთვის ჩავიდა, რომ ფაშინიანის კაბინეტში, ტელევიზორში უყუროს ნაცების გრანდიოზულ აქციას, როგორც საბჭოთა ხანაში თბილისელები პანტიანში მიდიოდნენ საფეხბურთო რეპორტაჟების საყურებლად. უცხოს, გადამთიელის დასანახად და საამებლად რომ ცხოვრობენ და საქმიანობენ, უცხოსა და გადამთიელის ინტერესებს რომ ემსახურებიან საქართველოს ინტერესების დათმობისა და დაზიანების ხარჯზე, იმიტომაც არიან უსამშობლოები და იმიტომაც აღარასოდეს აღარ ჩააბარებს სამშობლოს ქართველი ხალხი კოლექტიურ გვარამიებს“, - წერს ხუბუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031