გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ქვრივიშვილი: 26 მაისი ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი სახელმწიფოს იდეა

26-05-2026

„დამოუკიდებლობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის და ყოველთვის გვახსენებს, თუ რამდენად ძვირფასია თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი სახელმწიფოს იდეა. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო თავისუფლება, ერთიანობა და ძლიერი ეკონომიკა, რაც, რა თქმა უნდა, საწინდარია სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქის კეთილდღეობის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.


ეკონომიკის მინისტრმა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლების მოედნიდან მიულოცა, სადაც 26 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებაში მონაწილეობს. როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, წლევანდელი წელი ამავდროულად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ორმაგი დატვირთვით: ქვეყანა დამოუკიდებლობის დღის გარდა ასევე საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წელს ზეიმობს.


„ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა მივულოცო ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს თანამოქალაქეებს ეს ორი უმნიშვნელოვანესი თარიღი. დღეს ჩვენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში შემავალი უწყებები, ქვეყნის სხვადასხვა ლოკაციებზე ვართ განთავსებულები - ეს გახლავთ თელავი, ქუთაისი, ამბროლაური, ასევე ფოთი. ჩვენ ველოდებით და მინდა, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს ვთხოვო, მობრძანდნენ ჩვენს სივრცეებში", - აღნიშნა მინისტრმა.


მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სამინისტრო საზეიმო ღონისძიებებზე საკმაოდ საინტერესო სივრცეებით არის წარმოდგენილი - შემეცნებითი, გასართობი ბავშვებისთვის და სხვა.


„ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობაა, აღნიშნულ ლოკაციებზე საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ჩვენთან ერთად აღნიშნოს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2026    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031