გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნინო ფოჩხუა: ჩვენი თანამედროვეობის სამი ისტორიული ფიგურა, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის მოპოვებისა და შენარჩუნების საქმეში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით - მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი

26-05-2026

ექსპერტი ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში „ტვ იმედის“ მიერ გავრცელებულ ქარდს ეხმიანება. ფოტოზე საქართველოსთვის სამი ისტორიული ფიგურაა - მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია და ბიძინა ივანიშვილი. ფოჩხუას თქმით, როდესაც შეიქმნა საშიშროება დამოუკიდებლობის დაკარგვის, მაშინ გამოჩნდა საქართველოს ისტორიაში ბიძინა ივანიშვილი და რომ არა ის დღეს სად ვიქნებოდით გაფიქრებაც კი საშიშია.


„დიახ, ჩვენი თანამედროვეობის სამი ისტორიული ფიგურა, რომელთა როლი საქართველოს დამოუკიდებლობასა, სუვერენიტეტის მოპოვებასა და შენარჩუნებაში დიდი წვლილი მიუძღვით. ზვიადი და მერაბი დამოუკიდებლობის მოპოვების გარიჟრაჟზე იდგნენ და დამოუკიდებლობის აქტსაც მოაწერეს ხელი. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და შეიქმნა საშიშროება დამოუკიდებლობის დაკარგვის, რომ არა ბიძინა ივანიშვილი დღეს სად ვიქნებოდით, გაფიქრებაც კი მზარავს. გილოცავთ დღევანდელ დღეს! ღმერთი იყოს ჩვენი სამშობლოს მფარველი!“, - წერს ფოჩხუა.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930