გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი გამსახურდია ოპოზიციას: ჩარაზულია თქვენთვის თეთრი სახლის ყველა მისადგომი, სანამ პატრიოტი პრეზიდენტი ტრამპი და მისი გუნდია სათავეში, შეუშვით ეგ თქვენს ლაყე თავებში

26-05-2026

„ვის უნდა გააგონოთ ხმა თქვე უდღეურებო?“, - ასე მიმართავს გიორგი გამსახურდია ოპოზიციას და დონალდ ტრამპის მიერ მიხეილ ყაველაშვილისთვის გაგზავნილ დამოუკიდებლობის დღის მისალოც წერილს აქვეყნებს.


გამსახურდიას თქმით, სანამ აშშ-ის სათავეში დონალდ ტრამპი და მისი გუნდია, ქართული ოპოზიციისთვის თეთრი სახლის კარი დახურულია.


„მძინარე ჯოს და კამალა ჰარისს თუ მიაწვდენთ ხმას, მიუნჰაუზენი ვილსონის მეშვეობით ისიც... ან ჩემი ლეგიტიმური ნათლიაზე მითხოვილი ქალი მოიხმარეთ, ან კიდევ რაღაცა სხვა ქენით. ჩარაზულია თქვენთვის კარგა ხანი, თეთრი სახლის ყველა მისადგომი, სანამ პატრიოტი პრეზიდენტი ტრამპია და მისი გუნდი სათავეში, შეუშვით ეგ თქვენ ლაყე თავებში, ერთი წელზე ცოტა მეტია მაგას გეუბნებით“, - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930