გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლაშა გეგეჭკორი ოპოზიციურ ალიანსს: 1 თვე ემზადებოდით და 4 000 ხართ. არ მოვმზადებულვართ და ოჯახის სიწმინდის დღეს ასიათასობით გამოვედით. ჩვენ მომზადება არ გვჭირდება. ვიცით, როდის და სად უნდა გავიდეთ

26-05-2026

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში “ოპოზიციური ალიანსის” აქციას ეხმიანება და წერს, რომ 1 თვე ემზადებოდნენ და 4 000 არიან.


“1 თვე ემზადებოდით და 4 000 ხართ.


არ მოვმზადებულვართ და 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს ასიათასობით გამოვედით.


თქვენ მაშინ სახლში იჯექით და სოცქსელში წერდით რომ თქვენთვის ყველა დღე ოჯახს ეკუთვნის.


დღეს ამას წერთ და გუშინ ერთმანეთის ცოლებს “კრუგში” ატრიალებდით.


ჩვენ მომზადება არ გვჭირდება. ვიცით, როდის და სად უნდა გავიდეთ.


რატომ? პატრიარქმა მოგვიწოდა. აი ამიტომ!


თქვენი პატრიარქი ჯო უილსონია.


ამიტომ ხართ “ბევრნი.”


საქართველოც, ეს დღეც და ხვალინდელიც - ჩვენია.


ხელი არ წაგიცდეთ, თორემ…”- წერს გეგეჭკორი.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930