გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ზაჰესის დასახლების მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინა

27-05-2026

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ზაჰესის დასახლების მიმდებარედ უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.  


მოქალაქეს სპეციალურად მოწყობილ შენობა-ნაგებობაში ქარხნული წარმოების ლენტური ტიპის არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი ჰქონდა დამონტაჟებული.


ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე.


ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

 

ტყით უკანონო სარგებლობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის მასშტაბით უკანონო სახერხი საამქროების რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანაა. გატარებული და მიმდინარე ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში, თითქმის ყველა რეგიონში, უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტებისა და დაურეგისტრირებელი სახერხი საამქროების რაოდენობის შემცირება შეინიშნება.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930