გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შუხუთის, მაჩხვარეთისა და ღრმაღელის მოსახლეობა 700 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას შეძლებს

27-05-2026

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა სანაპიროს დამშრობი მასივის მთისძირა არხის ტერიტორიაზე  ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა შეუფერხებლად შეძლებს მისვლას მუნიციპალიტეტის სოფლების - შუხუთის, მაჩხვარეთისა და ღრმაღელის კუთვნილებაში არსებულ სავარგულებზე.


მიმდინარე სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა შპს „საქართველოს მელიორაციის“ დირექტორმა ტექნიკურ საკითხებში, გიორგი ხმელიძემ.


„გასულ საუკუნეში აშენებული ხიდი ექსპლუატაციისთვის უკვე გამოუსადეგარი იყო, რის გამოც მისი დემონტაჟი და ახალი ხიდის მშენებლობა გადაწყდა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოსაპირკეთებელი სამუშაოები, რომელთა დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა 700 ჰექტრამდე სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავებას შეძლებს, რაც ხიდის ავარიული მდგომარეობის გამო წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა“, - განაცხადა გიორგი ხმელიძემ.


მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აგვისტო 2026    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31