გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა

27-05-2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში (მისამართი:ბერიტაშვილის ქ. 12) გამოავლინეს ფიზიკური პირი ა.კ. რომელსაც კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა(ქათმის) სასაკლაო. ინსპექტირებისას დადგინდა,რომ მეწარმე, ჰიგიენური ნორმების უხეშიდარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.


სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს არალეგალური საწარმოების გამოვლენას და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    სექტემბერი 2026    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930