გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მედია: ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეი შონი რუსეთში პირველ სოლო კონცერტს გამართავს

27-05-2026

ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯეი შონი, რომელიც ცნობილია ჰიტებით Ride It, Down და Tonight, პირველად გამართავს თავის ორ სოლო კონცერტს მოსკოვში 17 და 18 დეკემბერს. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.


„ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯეი შონი ყველას გაახსენებს, სად იყო 2009 წელს, აგატირებთ და გაგახარებთ, შემდეგ ისევ აგატირებთ და კვლავ გაგახარებთ. არტისტსა და მის გუნდთან მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ოფიციალურად ვაცხადებთ ორ კონცერტს მოსკოვში, 17 და 18 დეკემბერს“,- წერს მედია.


საკონცერტო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ანა სუბჩევამ „რია ნოვოსტისთან“ საუბარში აღნიშნა, რომ არტისტს რუსეთში დიდი რაოდენობით თაყვანისმცემელი ჰყავს, ხოლო სააგენტო აუდიტორიის მოთხოვნებს ყურადღებით უსმენს. მანვე დაამატა, რომ მოლაპარაკებები რვა თვე გრძელდებოდა, რადგან მომღერალს ძალიან დატვირთული გრაფიკი ჰქონდა და კონცერტებისთვის შესაფერის თარიღებს ვერ არჩევდნენ.


„გვინდა, არტისტს ნამდვილი რუსული ზამთარი და ახალი წლის წინ ლამაზად მორთული დედაქალაქი ვაჩვენოთ“, - აღნიშნა მან.

ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2026    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031